გია  (გიორგი) გერსამია

ოპერატორი

დ.8.09.1939, თბილისი - გ. 23.05.2026, თბილისი

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988); ღირსების ორდენის კავალერი (1999), საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (1968 წლიდან)

1965 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ვგიკი). მისი სადიპლომო ფილმი იყო მიხეილ კობახიძის "კარუსელი".

1962 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1989 წელს მას მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის კინოოპერატორის წოდება.

 2007- 2019 წლებში ასწავლიდა საოპერატორო ხელოვნებას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი

 

ფილმოგრაფია

ახალგაზრდა სიყვარული (Молодая любовь,  1961) - ოპერატორი

კარუსელი (Карусель, 1965) - ოპერატორი

მიხა (1965) - ოპერატორი

დიდი მწვანე ველი (1967) - ოპერატორი

არაჩვეულებრივი გამოფენა (1968) - ოპერატორი

გზა მშვიდობისა, ჯაყო (1973) - ოპერატორი

კაპიტნები (1974) - (გივი რაჭველიშვილთან ერთად) - ოპერატორი

მწვერვალი (1976) - ოპერატორი

დაუვიწყარი დღე (1977) - ოპერატორი

მგლის ლეკვები (1978) - ოპერატორი

ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981) - ოპერატორი

გზის დასაწყისი (1982) - ოპერატორი

ღამის ილუზია (1985) - ოპერატორი

ჭიდაობას რა უნდა (1986) - ოპერატორი

რივარესი (1987) - ოპერატორი

ზმანებანი აღლუმებს შორის (1989) - ოპერატორი

მე,  პელეს ნათლი (1991) - ოპერატორი

გრანტუსი (1994) - ოპერატორი

მორევი (1996) - ოპერატორი

ხვეული კიბით (2001) - ოპერატორი (გიორგი ბერიძესთან ერთად)

ღმერთო, რისი გულისთვის (2003) - ოპერატორი

ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა (1992-2003) - ოპერატორი (ლევან პაატაშვილთან და დათო გუჯაბიძესთან ერთად)

ჯერ შეიცადეთ... "ოტელო" ქუთაისში (2003) - ოპერატორი

ზღვის დონიდან (2004) - ოპერატორი

მეიდანი - სამყაროს ჭიპი (დოკ.2004) - ოპერატორი

მონეტა (2005) - ოპერატორი

ჯაყოს ხიზნები (2009) - ოპერატორი